პროექტის
სახელწოდება:
საქართველოს კუთხეები
პროექტის
მოკლე
აღწერა: მოსწავლეები ღრმად სწავლობენ საქართველოს კუთხეებს, ისტორიას და კულტურას. აწყობენ ექსკურსიებს ღირშესანიშნავ ადგილებში.
პროექტის
სრული
აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს კუთხეებს, ისტორიას, მოიპოვებენ ამ კუთხეების შესახებ ლეგენდებს, თქმულებებს,ბუნებრივ
და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს, დაწვრილებით გაეცნობიან ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს.მოსწავლეები
მსჯელობენ თითეული კუთხის მნიშვნელობაზე და როლზე
საქართველოსა და მეზობელ სახელმწიფოებზე.მოიძიებენ მასალებს ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან, ფოლკლორიდან.გამოიყენებენ
ინტერნეტს. პროექტზე მუშაობისას მოახდენენ სხვადასხვა კვლევა-ძიებას, მოაწყობენ ექსკურსიებსს და ადგილზე, უფრო ღრმად შეისწავლიან მის ისტორიას, გადაიღებენ ფოტო-სურათებს, ვიდეო მასალას, შექმნიან ნახატებს, გააკეთებენ ჩანაწერებს. მასში მონაწილეობას
მიიღებენ მოსწავლეები და მასწავლებლები.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 14-15/ IX
ვადები/ხანგრძლივობა: 2016იანვარი - 2016 წლის ივნისი
პროექტის
შესაძლო
აქტივობები კლასში: საქართველოს კუთხეების ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, სამკურნალო კურორტების, გეოგრაფიის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ელექტრონული ჟურნალის შექმნა, სლაიდების მომზადება, საკუთარი ნახატების და ფოტო-სურათების გამოფენა.
მოსალოდნელი შედეგები/
პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი ამ პროექტის შესახებ, ვებ გალერეა, სადაც განთავსდება მოსწავლეების ნამუშევრები.
სარგებელი
სხვებისთვის:
ამ პროექტის საიტის დამთვალიერებლები უფრო გაიღრმავებენ
ცოდნას საქართველოს
შესახებ.
სამუშაო
ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, ლიტერატურა, ხატვა, მუსიკა, ეკონომიკა: გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში ( ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა)
No comments:
Post a Comment